Tag Archives: გაზაფხული

წლის რომელ დროა შენი ?

ადამიანთა ტიპოლოგიის მთავარ პრინციპად ძირითადად თმის ფერია მიღებული, მაგრამ ქერებად, შავგვრემნებად, წითურებად ადამიანების დაყოფა მათ თავისებურებას სრულად  ვერ ასახავს. კანის და თვალის ფერიც მნიშვნელოვანია და იმიტომ.

ყველაზე პოპულარული წელიწადის დროთა თეორიაა, როცა ადამიანის ტიპი სეზონებთან ანალოგიით განისაზღვრება (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).  წარმმართველი ფერის მიხედვით – წითელ-ყვითელია თუ ლურჯი – დროებსაც თბილ (გაზაფხული, შემოდგომა) და ცივ (ზაფხული და ზამთარი)  დროებად ყოფენ.

გაზაფხული 
გაზაფხულის მთავარი ფერი ყვითელია. ამ ტიპის ქალები უფრო ხშირად ბუნებრივად ქერა ან ღია წაბლისფერი თმით იწონებენ თავს. თმას ოქროსფერი, ხორბლისფერი ან ქარვისფერი მბზინვარება დაკრავს. კანი ნათელი ფერისაა, თითქმის გამჭვირვალე, ატმის ან რძისფერს ჰგავს და მზის სხივების ზემოქმედებისგან უფრო დაცულია. თვალები – ცისფერი, ნაცრისფერი, ან ღია მწვანე.

”გაზაფხულს” ნაზი, პასტელის ფერები უხდება, ამიტომ ტანსაცმელი ასეთი გამით უნდა შეარჩიოს. მისი კანი დაღლილი და უსიცოცხლო ჩანს ხოლმე, ამიტომ ზედმეტად ღიას ან, პირიქით, ზედმეტად მუქს უნდა მოერიდოს..

ზაფხული
  ზაფხულის გარეგნობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა თმისა და კანის ფერის კონტრასტულობას აქვს. რამდენადაც ნათელია კანის ფერი და მუქი – თმის ფერი, მით უფრო კონტრასტული იქნება “ზაფხული”.   ამის მიხედვით 3 ქვეტიპია: კონტრასტული, საშუალო და არაკონტრასტული.  ფერფლისფერი ან ჩალისფერი თმა; ნაცრისფერი, მწვანე, ღია თაფლისფერი ან მუქი ცისფერი თვალები;  მონაცრისფრო და ღია ფერის კანი, ზეთისხილის გარსისებური და ზედაპირთან ახლოს განლაგებული  კაპილარებით და სიწითლეებით.
“ზაფხულს” უხდება მშვიდი, არც ისე მკვეთრი და მორიდებული ფერები: ნაცრისფერის სხვადასხვა ვარიანტი, ცისფერი, იასამნისფერი (ღიაც და მუქიც) და ვარდისფერი.  სამშვენისებიდან – ფერადი, ვერცხლისფერი და პატარა მარგალიტებიანი სამკაული.

შემოდგომა
  შემოდგომის ფერთა გამა უფრო თბილია, ვიდრე – გაზაფხულის. თუ “გაზაფხულში” ყვითელი დომინირებს, “შემოდგომაზე” წითელი “მართავს სიტუაციას”. ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მწვანე, ქარვისფერთან ან კონიაკისფერთან უფრო ახლო თაფლისფერი  თვალები და წითური თმის ყველანაირი ვარიაცია: სპილენძისფერი, წაბლისფერი, ცეცხლისფერი, მოწითალო ყავისფერი. თმა სქელი, ელასტიური და ხშირად ტალღოვანია.  კანი ჩვეულებრივ  კრემისფერია, ხორბლისფერი, ჭორფლით, მზეზე მტკივნეულად  რეაგირებს: წითლდება ან აენთება.

ცივი (შავი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი) “შემოდგომას” არ უხდება. საერთოდაც, ამ ტიპის ადამიანებს შემოდგომის ფერები ალამაზებთ სამოსშიც და სამშვენისებშიც, ეს ფერები მათ გარეგნული სითბოს ხაზგასმაში ეხმარებიან: აგურისფერი, ყავისფერი, სტაფილოსფერი, ხაკისფერი, ჭაობისფერი მწვანე, ოქროსფერი, კრემისფერი. სამკაულად ოქროს, სპილენძის ან ბრინჯაოს ნაკეთობები  სჯობს.

ზამთარი
ამ ტიპის გარეგნობა აღმოსავლური ქვეყნების მაცხოვრებლებს ახასიათებთ. კანი მუქია, თმაც – მუქი. თვალები – მუქი თაფლისფერი, ან ყავისფერი.

ზამთარსაც ზაფხულივით ორი ქვეტიპი აქვს: კონტრასტული და არაკონტრასტული (ისევ და ისევ თმის და კანის ფერთა კონტრასტებზე დაყრდნობით). კონტრასტულ ზამთარს მუქი შავი, ხშირად სწორი თმა და თეთრი  კანი აქვს. თვალები: მუქი წაბლისფერი, ან ცისფერი.  სრულიად საწინააღმდეგო გარეგნობა აქვს არაკონტრასტულ ზამთარს: მუქი შავი, რბილი თმა, შოკოლადისფერი ან სპილენძისფერი ჩრდილებით, ზეთისხილისებური ზედაპირის მონაცრისფრო კანი და მუქი წაბლისფერი, ან მომწავნო წაბლისფერი თვალები.

”ზამთარი” ერთადერთია, რომელსაც შავ-თეთრი გამა არაფერს აკლებს. მაგრამ სჯობს, უარი უთხრას მკვეთრ, სავსე ფერებს (ნარინჯისფერი, ნათელი მწვანე, ყვითელი) და უპირატესობა ბაც ვარდისფერს (ჟოლოსფერი, ლალისფერი, ბორდოსფერი), მუქ იასამნისფერს, კრემისფერს მიანიჭოს.

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები