მითხარი რა ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

 

ფერი წარმოადგენს თეარაპიის სახეს, იგი ახდენს გავლენას ჩვენს ყოვედღიურობაზე ხშირად ჩვენდაუნებურად.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყვარელ ფერსა და პიროვნების ხასიათის ზოგიერთ თავისებურებას შორის. როგორც გაირკვა თურმე ამა თუ იმ ტონის ტანსაცმელს შემთხვევით არ ვირჩევთ, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ შინაგან სამყაროს ვემორჩილებით, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტენდენციებს.ეხლა გამოაღეთ კარადა და ნახეთ რომელი ფერის ტანისამოსი გაქვთ ყველაზე მეტი გარდერობში? საყვარელ ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ქალის ხასიათზე…

image
წითელი
 ტონის მოყვარულ ქალბატონებს ხშირად ძლიერი, ექსპრესიული ხასიათი აქვთ. თუმცა აქვთ მინუსები – ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ისტერიულები, და როგორც კანონი სექსუალურად აგრესიულები: ის ზედმეტად გახსნილად ფლირტაობს, სწრაფად იქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. პროვოცირებას უკეთებს გარშემომყოფებს, რომ რეაგირება მოახდინონ მის მწვავე რეპლიკებზე და დაუფარავ, აშკარა ჟესტების ენაზე. ასეთ ქალბატონებს უყვართ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული კავალრები, რადგან თვითონ არიან ლიდერები და აქედან გამომდინარე მამაკაცის დომინირებას ურთიერთობაში ვერ ეგუებიან. თუმცა მამაკაცი უნდა იყოს რბილი ერთი შეხედვით, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული და ფეხზე მყარად მდგომი.

image
ცისფერი, ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. ამ ფერის მოყვარულ ქალბატონებს არ უყვართ კონფლიქტები, როგორც წესი ცხვორების თანამგზავრად ირჩევენ თავისზე უფროსს, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას.
ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა აქვთ უნარი დროდადრო ბავშვობაში გადავარდნენ და როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ.
image
იასამნისფერი
 უყვართ არტისტული ბუნების მანდილოსნებს. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის მარტივია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე. იასამნისფერის თაყვანისმცემლები ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს: მხატვრის, მუსიკოსის ან მსახიობის.. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები (ასეთი ტიპის მამაკაცებთან იასამნისფერ ქალებს უყვართ მეტოქეობა ფლირტის ხელოვნებაში).
image
მწვანე
 ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები გამოირჩევიან იდეალისტური ხასიათით. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას, არაკაცს… მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო.
ფორთოხლის ფერი, „წარიჟაო“ უყვართ თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. უმეტესად გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცხოვრებაში სექსი. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად მსგავსი ინტერესები აქვთ, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.
image
ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერიშავია. ამ ფერის მოყვარულთათვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მიუთითებს შინაგან დეპრესიაზე. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს.
image
მორიდებული და დაკვირვებული მანდილოსნების ფერია თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი საერთოდ დადებითი ენერგიის და გახსნილობის ფერია, ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარული ქალები საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმები არიან. როგორც წესი თეთრი სადა არ არის, თეთრ ფონზე არის ორნამენტები: ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, კოპლები. ასეთი ქალები განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევიან. თუმცა არასოდეს განიკითხავენ ადამიანს ადამიანური სისუსტეების გამოვლენისთვის, პირიქით ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ და მხარდაჭერა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, როცა ისინი შეცდომას სჩადიან. კაცებს მათში იზიდავს დედობრივი მზრუნველობის შეგრძნება. თუმცა მათ თავად გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ისეთივე მზრუნველი და გულშემატკივარი იქნება როგორებიც თვითონ არიან საჭიროების შემთხვევაში.
image
ვარდისფერი
 უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლიან. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ. (ყველა ქალს უყვარს როცა მასზე ზუნავს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბას ანიჭებს მანდილოსანი უპირატესობას

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

თუ თმა გცვივათ

თმის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს. მათგან უმთავრესია:

 გენეტიკური წინაპირობები;
 ჰორმონალური დარღვევები;
 იმუნიტეტის დაქვეითება;
 თავის კანის ინფექციური დაავადებები (სებორეა, დერმატიტი და სხვ.);
 ორგანიზმის შინაგანი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოპათია, ანემია და სხვ.);
 ჰორმონალური პრეპარატების ან ქიმიოთერაპიის კურსი;
 არასაკმარისი სისხლის მიწოდება თავის კანისა და თმის ძირებისთვის;
 გარეგანი აგრესიული ფაქტორების მოქმედება (თმის ღებვა, ქიმიური დახვევა, თმის დავარცხნა);
 მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
 ეკოლოგიური ფაქტორები;
 საერთო ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ გადატანილი ოპერაციები;
 არასწორი კვება;
 სტრესები.

თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სერიოზული ავადმყოფობა და თმა ამის გამო გცვივათ, საკმარისია დასუსტებული იმუნიტეტის აღდგენა, რომ თმამ ძლიერება და ბზინვარება დაიბრუნოს.

თუ თავის კანის რაიმე დაავადება გაწუხებთ, პირველ რიგში, ამ დაავადებას უნდა უმკურნალოთ, რათა თმა მწყობრში ჩადგეს.

ზამთრის პერიოდში, ძალიან სქელი და თავზე მოჭერილი ქუდის ტარებამ, შესაძლოა, თავის კანის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი ქუდი უფრო კომფორტული და ჰიგიენური თავსაბურავით. თმის ცვენის პრობლემა თავისთავად გაქრება.

მხოლოდ ამ არასასურველი წინაპირობების განსაზღვრის შემდეგ დაიწყეთ თმის ნორმალური ზრდის პროცესის აღდგენაზე ზრუნვა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თმის მოვლისთვის:

• ყოველ საღამოს, ძილის წინ, თმა მასაჟორიანი სავარცხლით დაივარცხნეთ.

• გაცილებით ეფექტურია თმის ძირების გაძლიერება ხელების მასაჟით. გაიკეთეთ თითებით წრიული მოძრაობები თავის კანის აქტიური გაწმენდისთვის 3-ჯერ _ თავის ყველა პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. იგივე მოძრაობები გაიმეორეთ 3-ჯერ _ ცენტრიდან პერიფერიებისკენ. ასეთი მასაჟი ჩაიტარეთ ყოველ დღე 3-4 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, დღეში ორჯერ _ დილას და საღამოს.

• გაანებივრეთ თქვენი თმა მკვებავი ზეთის ნიღბებით. კასტორისა და ბირკავას ზეთი აჩერებს თმის ცვენას. აირჩიეთ რომელიმე მათგანი. აფთიაქში შეიძინეთ  В ვიტამინი კაფსულებში. ერთი კაფსულა შეურიეთ 2 სუფრის კოვზ ზეთს და თმაში შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზევიდან პირსახოცი მოიხვიეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

• კვირაში ერთხელ გაიკეთეთ რძის პროდუქტების ნიღაბი. ჩუმა-მაწონი და სხვა რძის პროდუქტები მდიდარია В1 ვიტამინით, რომელსაც თმის ზრდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

• გამოიყენეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი, რომლის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება.

• ნუ დაივარცხნით სველ თმას. ეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენოთ თმის დავარცხნის საშუალებები, მათ შორის ფენი და თმის გასასწორებელი უთო.

• მიირთვით В ვიტამინისა (კუდღლის ხორცი, მწვანე ბარდა, ბურღულეული, ბატკნის ხორცი) და С ვიტამინის (კივი, ციტრუსები)Сშემცველი პროდუქტები.

ხალხური მედიცინა გირჩევთ

• თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან  ათავისუფლებენ.

• თმის ნიღბების დამზადება შეიძლება სხვადასხვა ბალახეულისგან. თერმოსში მოამზადეთ სალბის (შალფეი), კრაზანას ბალახის, ჭინჭრისა და უკვდავას (ნეგო) ნახარში (თითოეული ბალახი 1/2 ჩაის კოვზის ოდენობით ერთ ჭიქა წყალზე), გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ უფერო ხნა და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე დაბანის წინ.

• თმის ხშირი ცვენის დროს, შესაზელად გამოიყენეთ წითელი წიწაკის ნაყენი. 1 წილ წიწაკას დაასხით 10 წილი 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 6-7 დღის განმავლობაში და გადაწურეთ. შემდეგ გააზავეთ ადუღებული წყლით, ურთიერთშეფარდებით 1:10. კვირაში 2-3 ჯერ შეიზილეთ თმის ძირებში. პროცედურის ჩატარება სასურველია ღამით.

• თუ თქვენი თმის ცვენა მშობიარობის ან მენოპაუზის დროს ორგანიზმში ჰორმონალური მოჭარბებით არის გამოწვეული, უბრალოდ, უნდა მოიცადოთ, სანამ ორგანიზმი ჩვეულ ჰორმონალურ ფონს აღიდგენს. თუმცაღა, ლოდინთან ერთად, ჩაიტარეთ ზევით აღწერილი პროცედურები, რათა თმის ცვენა მინიმუმამდე დაიყვანოთ.

დატოვე კომენტარი

Filed under ნიღბები

ფერების დიეტა

ყვითელი
ეს ფერი ტონიზირებისთვის, ენერგიით შევსებითვის, მხედველობის განსაკურნად და ძილის დასარეგულირებელია. ყვითელი ფერის ნაყოფში ჭარბადაა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ფლავონოიდი, რომელიც სახის კანის ახალგაზრდობისა და ლამაზი ფიგურისთვის ბრძოლაში შესანიშნავი მოკავშირე იქნება. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეხმარება ცხიმების წვას, აუმჯობესებს ლიმფური სისტემისა და კანის საერთო მდგომარეობას. აირჩიეთ ლიმონი, გრეიფრუტი, ბანანი, ატამი, ანანასი, სიმინდი, ხორბალი, ყველი, ნაღების ან მცენარეული კარაქი, კვერცხი, მაკარონი.

წითელი
წითელი პირდაპირ ასხივებს სითბოს, ახდენს მასტიმულირებელ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემას არეგულირებს. წითელსა და ნარინჯისფერაე პასუხისმგებელი განსაკუთრებული ნივთიერებები – კაროტინოიდები და ლიკოპინია. კაროტინოიდები უჯრედებს იცავენ, ლიკოპინი – ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის საშუალებაა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ვაშლი, ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, წითელი ყურძენი, ჭარხალი, პომიდორი, წითელი ლობიო, წითელი პილპილი.

ნარინჯისფერი
ითვლება, რომ თბილი ფერის პროდუქტი აუმჯობესებს სექსუალურ ლტოლვას და სახის ფერს, ასევე სასიკეთოთ მოქმედებს ბრონქებისა და ფილტვების სისტემებზე. შეარჩიეთ ფორთოხალი, მანდარინი, გარგარი, მანგო, ხურმა, სტაფილო, გარგარი.

მწვანე
დამამშვიდებელი ფერი, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ბადებს. ხელს უწყობს აზრის კონცენტრაციას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას, კურნავს არითმიას და არეგულირებს არტერიულ წნევას. ძალიან ეხმარება ადამიანს, რომელსაც თავი ტკივა.
მწვანე ფერის ნაყოფები – მსხლის, მწვანე ვაშლის, კომბოსტო, არტიშოკი, ავოკადო, კიტრი, მწვანე ბოლოკი, მწვანილი, ისპანახი.

ცისფერი და ლურჯი
დიახ, დიახ! ბუნებაში ბევრი ასეთი ნაყოფია: ქლიავი და ლურჯი მოცვი, მაყვალი, ყურძენი. თუ დღე დაძაბული გამოვიდა, სწორედ მაშინ მიმართეთ ლურჯ პროდუქტს, ის დაძაბულობას ხსნის და ნერვებს ამშვიდებს. თუკი ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობება განგიზრახავთ, ეს პროდუქტები ლურჯ ჭურჭელზე დადეთ, იმავე ტონის მუშამბაც შეარჩიეთ.

იისფერი
შემოქმედებითი ნატურის ფერი, ძილის ნორმალიზებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდის წყარო. ბადრიჯანი, შავი მოცხარი, ქლიავი და სხვა იისფერი პროდუქტი დეპრესიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მაშ ასე, ამ ზოგადი მიმოხილვის შემდეგ თავად დიეტასაც მივხედოთ. როგორც ყოველთვის, ორშაბათით დავიწყოთ:

თეთრი ორშაბათი
შეიძლება თეთრი ცხოველური და მცენარეული პროდუქტის მიღება: კარტოფილი, ბრინჯი, ქოქოსი, ხახვი, რძე, თეთრი ყველი, ხაჭო, თეთრი ჩაი, ფერადი კომბოსტო, კვეცხის ცილა, შაქარი და მარილი.

წითელი სამშაბათი
წითელი ხორცი, პომიდორი, წითელი ლობიო, წითელი კენკრა და ხილი, წითელი მშრალი ღვინო. ეს დღე მაღალცილოვანი და ნახშირწყლებით მდიდარია.

მწვანე ოთხშაბათი
ეს დღე ვეგეტარიანულად ჩაივლის: ბალახეული და მწვანე ბოსტნეული, მწვანე ჩაი და იმავე ფერის წვენი.

ნარინჯისფერი ხუთშაბათი
კაშკაშა და პოზიტიური დღე! ეს ხომ თითქმის პარასკევია, ე.ი. ორგანიზმი მომდევნო უქმეებისთვის უნდა შეემზადოს. ვიმუხტებით ენერგიით ნარინჯისფერი ხილისგა და ბოსტნეულისგან: ფორთოხალი, გრეიფრუტი, პაპია, მანგო, ნესვი. წითელი ხიზილალა და ორაგული.

იისფერი პარასკევი
აარჩიეთ ბადრიჯანი, ქლიავი, შავი მოცხარი, მაყვალი. კიდევ ცხვრის ხორცი და ღვიძლი – მათაც იისფერთა ჯგუფს მიაკუთვნებენ. არ დაივიწყოთ იისფერი ხახვი.

ყვითელი შაბათი
მივირთმევთ კურაგას, კვერცხს, მაკარონებს, შამპანურსა და ანანასს.

უფერო კვირა
დღეს ორგანიზმი დავასვენოთ. კვირა უფეროდ ითვლება, მხოლოდ უგაზო მინერალური წყლის დალევა შეიძლება.

დასასრულს, რამდენიმე რჩევა:
1. კვირის დღეებისა და ფერების შეცვლა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება მათი განმეორება, ერთ-ერთი დღე აუცილებლად უნდა იყოს “მშიერი”.
2. თუკი “ფერადი კვების” არჩევა წონაში დაკლების სურვილითაა განპირობებული, აკრძალულია ალკოჰოლი და ტკბილეული.
3. როგორც ყველა დიეტა, ეს დიეტაც არ უნდა გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტხანს.
თუ ამ დიეტის მიმდევრებს დავუჯერებთ, თუკი რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავ, ტვეში 10 კილოგრამის დაკლება შეიძლება.

დატოვე კომენტარი

Filed under დიეტები

ნიღბები თმის ცვენისთვის

№1
თმის ცვენის შესაჩერებლად ოდითგანვე რეკომენდირებულია ბირკავას ზეთის ნიღბის გამოყენება. მის მოსამზადებლად საჭიროა აიღოთ 40 გრამი ოროვანდის ახალი დაქუცმაცებული ფესვი, შემდეგ დააყენეთ იგი 100 გრამ მზესუმზირის, ზეითუნის (უკეთესია ნუშის) ზეთი 10 დღე-ღამის განმავლობაში, და საბოლოოდ, მოხარშეთ ეს ნაყენი დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ასევე, ერთწლიანი ოროვანდის ფესვის ნახარში. მას, ჩვეულებრივ, აგროვებენ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით. მოსამზადებლად იღებენ 10-20 გრამ დაქუცმაცებულ ფესვს, ასხამენ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს და ხარშავენ 10 წუთის განმავლობაში. გაცრილ ნახარშს ივლებენ თმაზე, მაგრამ შეიძლება მისი შეზელვაც თავის კანში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში – ესეც ძალიან სასარგებლოა.

ამ ნიღბის კიდევ ერთი ვარიანტი თმის ცვენისგან. ბირკავას ფესვები (მომზადებისას ფესვების გაყინვაა აუცილებელი-ასეთი სახით ისინი აღარ ლპება ხელახალ შეგროვებამდე), ჩაალაგეთ ქვაბში და შედგით აირღუმელში. ადუღეთ ფესვების სრულ დარბილებამდე. გააგრილეთ და გადაწურეთ ნახარში. თმის ძირები ყოველ დღე დაისველეთ ამ ნახარშით. ქერტლი მალე ქრება, თმის ცვენა ჩერდება და თმა უფრო მალე იზრდება.

სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ ოროვანდის ფესვებს, არამედ ამ მცენარის ფოთლებსა და ღეროებსაც. ზოგან ამ ბალახს ორთქლში ხარშავენ და ნახარშით იბანენ თავს თმის ძლიერი ცვენის დროს, განსაკუთრებით ავადმყოფობის შემდეგ.

№2
ასევე შეიძლება ოროვანდის ფესვების გამოყენება შეფარდებით 1:1. ექვსი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მიეცით საშუალება დაყენდეს და გაცივდეს თბილ ადგილას. თავის კანში შეიზილეთ კვირაში 2-3 ჯერ. ეს კარგად ამაგრებს და აჯანსაღებს თმას.
ზოგჯერ ამ ნარევს ამატებდნენ (1 ლიტრ წყალზე გათვლით) ორ მუჭა სვიის გირჩებს. თმა ამ ნახარშით უნდა დაიბანოთ კვირაში 3-ჯერ.

№3
აი, კიდევ ერთი ნიღბის რეცეპტი ბირკავას გამოყენებით. ითვლება, რომ იმისათვის, რათა თმის ცვენა შეაჩერო და ამოიყვანო კიდეც ის, აუცილებელია თავზე შეიზილო ხახვის წვენი კონიაკითა და ბირკავას ფესვების ნახარშით. კონიაკის ერთ წილზე აიღეთ ოთხი წილი ბირკავას ფესვები.

რეკომენდებულია, ასევე რამდენადმე განსხვავებული ვარიანტი თმის ცვენის ნიღბისა. მოამზადეთ შემდეგი მასა: 1 წილი კონიაკი, 4 წილი გაცრილი ხახვის წვენი, 6 წილი ბირკავას ფესვების ნახარში. შეიზილეთ თავის კანზე. დაიფარეთ თავი პირსახოცით გასათბობად ორი საათით, ამის შემდეგ დაიბანეთ, გაიმეორეთ ყოველდღე.

შენიშვნა: გახსოვგეთ, რომ ოროვანდს სამეცნიერო დასახელების გარდა – დიდი ოროვანდი, აქვს სხვა, ხალხური დასახელებებიც: ბირკავა, ოროვანდი, ღორის ბირკა, ნარშავა, ჩიტის ბირკა, ბირკავას ფესვი და სხვ.

№4
სხვა თმის ცვენის თერაპიაში ცნობილი მცენარე – ეს გვირილაა. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება გვირილას ნახარშით თმის დაბანა (20გრ. გვირილა 1 ლიტრ წყალზე) ქერებისთვის. მათ თმას ამის შემდეგ ლამაზი ოქროსფერი დაჰკრავს.

№5
ფლორის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ – ქონდარი.

ბერძნები ტყუილად არ სცემდნენ პატივს ქონდარს როგორც ღვთებრივ ბალახს, რომელსაც შეეძლო ადამიანისთვის სიცოცხლე დაებრუნებინა. თუ ქონდრის წყლიანი ნაყენით (60 გრამი ერთ ლიტრა წყალზე) დაიბანთ თავს, ეს ქერტლის მოცილებაში დაგეხმარებათ.

დატოვე კომენტარი

Filed under ნიღბები

ნიღბები სახის კანისთვის

ზამთრის ხანგრძლივი თვეები – ეს ნამდვილი გამოცდაა თმისა და კანისთვის. დაბალი ტემპერატურა და ქარი კანს აშრობს და უსიცოცხლოს ხდის, ხელს უწყობს კანზე ანთებებისა და ქერტლის წარმოშობას. ნუ იჩქარებთ, შეიძინოთ ძვირფასი კოსმეტიკა. კანის სილამაზის აღსადგენ საშუალებას სამზარეულოში აღმოაჩენთ…

თაფლი ოდითგანვე სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების წყაროდ ითვლებოდა. ის შეუცვლელია საშინაო კოსმეტიკური საშუალებების მომზადების დროსაც, ნიღბების მომზადებაში. თაფლის ნიღბების გამოყენება შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი სახის კანისთვის. თაფლის ნიღბების გამოყენება არ შეიძლება ალერგიის ან სახეზე გაფართობელი სისხლძარღვების პირობებში.

ნიღბების მომზადებისას გამოიყენება ნატურალური თაფლი და სხვა ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, კვერცხის გული, გლიცერინი, ზეითუნის ზეთი და სხვა. ნიღბის დადებამდე კანი უნდა გაასუფთავოთ კოსმეტიკური რძის ან გელის საშუალებით.  აშკარად გამოხატული  ეფექტის მისაღებად საჭიროა ნიღბების გამოყენება შემდეგი კურსით, კვირაში 1-2 ნიღაბი ერთი თვის განმავლობაში. სურვილისამებრ თაფლის ნიღბების კურსი შეგიძლაით გაიმეოროთ ორი-სამი თვის შემდეგ.

ნიღბები მშრალი კანისთვის
1. აიღეთ თაფლი და ზეითუნის ზეთი თანაბარი ოდენობით, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ გაათბეთ ნარევი წყლის აბაზანაზე 40°С-ზე. წინასწარ მომზადებული მარლის ხელსახოცები კარგად დაასველეთ შემთბარ ნარევში, შემდეგ კი სახეზე დაიფინეთ ნიღბის მსგავსად. 20 წუთის შემდეგ აუცილებელია სახე დაისველოთ ქაღალდის ხელსახოცით და გაიწმინდოთ  ლოსიონით სპირტის გარეშე.

2. ერთმანეთში აურიეთ 1 ჩ.კ. ხაჭო, 1ჩ.კ. თაფლი და 1ჩ.კ. რძე ან კეფირი ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და წაისვით სახეზე ნახევარი საათით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და გაიწმინდეთ სახე ლოსიონით სპირიტს გარეშე.

3. დაალბეთ ერთი ნაჭერი შავი პური რამდენიმე წუთით 20 მლ. ცხელ რძეში. შემდეგ კი დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 10 წვეთი A ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი და 1 კვერცხის გული. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე ნიღაბი და გაიჩერეთ 15-20 წუთი, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით.

4. ერთმანეთში აურიეთ 1ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. ნაღები და 1 კვერცხის გული. წაისვით ნარევი სახის კანზე 20 წუთით, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. აიღეთ 1 ს.კ. თაფლი და ამდენივე ზეითუნის ზეთი, შეურიეთ 2 ს.კ. რძე და 1 ამპულა ვიტამინი E. ყველაფერს კარგად მოურიეთ და წაისვით ნიღაბი სახის კანზე 15-20 წუთით, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცხიმიანი კანის ნიღბები

1. აიღეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი, ლიმნის წვენი, რძე, შეურიეთ ამ ყველა ინგრედიენტს ერთად ერთი კვერცხის ცილან და დაფხვნილი შვრიის ფანტელები, რათა ნიღაბი შეასქელოთ. საგულდაგულოდ გაწმენდილ კანზე წაისვით  20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ სახე ლიმნის ნაჭრით.

2. 1 ს.კ. თხევად თაფლს დაამატეთ 1ს.კ. შვრიის ფხვნილი და ერთი ათქვეფილი კვერცხის ცილა. ნიღბის კონსისტენცია უნდა მოგაგონებდეთ სქელ არაჟანს. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე და  დატოვეთ 20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და სახეზე წაისვით კრემი, რომელიც თქვენი კანის ტიპს შეესაბამება.

3. აიღეთ თანაბარი ოდენობით ცაცხვის ხმელი ყვავილები, სამკურნალო გვირილა და შავი დიდგულას ყვავილები. ერთ სუფრის კოვზ  მიღებულ მასას დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი წყლის აბაზანაზე და შემდეგ დატოვეთ ნახევარი საათი დასაყენებლად. მიღებული ნახარში გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. შესასქელებლად ჩაამატეთ შვრიის ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. დაიდეთ ნიღაბი სქელ ფენად და გაიჩარეთ კანზე 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ პირზე გრილი წყალი.

4. ერთმანეთში აურიეთ 30 გრ. თაფლი და 2 კვერცხის ცილა, 0,5 ჩ.კ. ნუშის ზეთი და 2 ს.კ. შვრიის ფქვილი. წაისვით სახეზე 15 წუთით, რის შემდეგაც თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. აიღეთ თითო ჩ.კ. თაფლი, კარტოფილის სახამებელი, თბილი რძე და მარილი. კარგად აურიეთ და შემდეგ კი წაისვით სახეზე ბამბის ტამპონით. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით, სახე გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით.

ნიღაბი მჭკნარი კანისთვის
აურიეთ 2 ჩ.კ. თაფლი და 2 ს.კ. შვრია. მიღებულ მასას დაამატეთ 1 ს.კ. შავი ჩაის ძლიერი ნაყენი და 1 ს.კ. წყალი. კარგად აურიეთ, გაათბეთ წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და სახეზე დაიდეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

დატოვე კომენტარი

Filed under ნიღბები

ტანის სკრაბები: საშინაო რეცეპტები

როგორც სახის, ასევე ტანის სკრაბი კანის მოვლისთვისაა მოწოდებული. გარდა იმისა, რომ სკრაბები კანის მკვდარ უჯრედებს აცილებენ, სისხლის მიმოქცევასაც ეხმარებიან, ატენიანებენ და ასწორებენ კანს. ხელს უშლიან თმის ჩაზრდა-ჩაბრუნებას: ხსნიან ფორებს და ამით ახალ თმას გარეთ გამოსვლის საშუალებას უქმნიან.

თვითნაკეთ სკრაბებს აშკარა უპირატეოსობა აქვთ: რადგან ინდივიდუალური შეკვეთით კეთდება, საუკეთესო ეფექტიც აქვს. არომატის სურვილისამებრ შეცვლა შესაბამისი არომატული ზეთის დამატებით შეგიძლიათ, რეცეპტში ტანის დამატენიანებელი ლოსიონის შეზავებაც და ა.შ.

სკრაბების ნაირსახეობებს ადამიანის გაკვირვებაც შეუზლია: მათი გამოყენება, ფაქტობრივად, სხეულის ყველა მონაკვეთზე შეიძლება, კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად. მშრალი კანი, ლაქები, ნაპრალები იდაყვზე, მუხლებზე – ამასაც მოაშორებს სკრაბი.

თანაბარი და ლამაზი ნამზეურის მისაღებად მზისგან დამცავი საცხის წასმამდე შხაპი მიიღეთ და სკრაბი გამოიყენეთ. ახალ კანს ნარუჯი უფრო ლამაზად დაეტყობა და უფრო დიდხანსაც გაძლებს.

ტანის სკრაბის გამოყენება კვირაში 3-4-ჯერ, აბაზანის შემდეგ შეიძლება. ასეთი სიხშირე არბილებს მკვდარ უჯრედებს და ისინი უფრო ადვილად შორდებიან სხეულს. ამის გარდა, იმ დანამატების მიხედვით, რომელსაც თქვენ გააკეთებთ, სკრაბი სხვა ფუნქციებსაც შეიძენს. მაგალითად, თუ დამატენიანებელს დაამატებთ, კანს დაატენიანებს.

მარილი ხსნის და ასუფთავებს დახშულ ფორებს.

ლიმონი დეზინფექტორია და ანთებას ჩააცხრობს.

ეთერზეთი კანის ყველაზე ღრმა ფენამდე აღწევს და თან სხვა ბიოლოგიური ნივთიერებები მიაქვს.

ექსფოლიაციის (მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლების)  გასაძლიერებლად სხეულს თითების წრიული მოძრაობებით, გულის მიმართულებით ერთგვარი მასაჟი გაუკეტეთ.

ლიმონისა და შაქრის სკრაბი
1/2 ყავისფერი შაქრის ფხვნილი, 1/2 ჭიქა ზღვის მარილი, 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი (შეიზლება ზეითუნის ზეთის გამოყენებაც), 1 ს. კ. ახალგაწურული ლიმონის წვენი, 1 ს. კ. თაფლი

ყველა კომპონენტი დიდ თასში აურიეთ, სანამ ერთგვაროვან კონსისტენციას არ მიიღებთ. შემდეგ სუფთა და მშრალ შუშაში მოათავსეთ. ტანზე შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ დაიდეთ. მთელ სხეულზე წრიული მოძრაობით გაანაწილეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ყავისფერი შაქრის ნამცეცი უფრო პატარაა, ამიტომ ჩვეულებრივ შაქარზე ნაზად ზემოქმედებს კანზე და ადვილად აშორებს მკვდარ ნაწილაკებს. გარდა ამისა, ყავისფერშაქრიანი სკრაბები კარგად ახურებენ კანს, რელიეფს ასწორებენ, ხავერდოვანსა და სურნელოვანს ხდიან.

ნუშის ზეთიანი სკრაბი
2/3 ყავისფერი შაქრის ფხვნილი, 1/2 ტკბილი ნუშის ზეთი, 10 წვეთი ვიტამინი ზეთში, 10 წვეთი ნებისმიერი არომატული ზეთი (მხოლოდ სურნელისთვის).

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, შაქარი სულ ბოლოს დაამატეთ და სკრაბი მზად იქნება.

თაფლის სკრაბი 
1/2 ჭიქა თაფლი, 1 ჭიქა ყავისფერი შაქარი, 1 ჭიქა ზღვის მარილი, 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი, 1 ს.კ. არომატული ზეთი თქვენი გემოვნებით (სურნელისთვის): ვანილის, ფორთოხლის……

თავიდან შაქარი და მარილი აურიეთ, მერე გახსენით თაფლში, შეზილეთ კარგად და ბოლოს ზეთები დაამატეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, სკრაბი მზად არ არის.

მარწყვის სკრაბი
აიღებ მარწყვის პიურეს (დაჭყლეტილი მარწვი), ვუმატებთ რამდენიმე წვეთ ეთერზეთს, სულ ცოტა შვრიის მარცვალს, ცოტა თაფლიც და სკრაბი მზადაა. მასა რომ უფრო სქელი გახდეს, მცენარეული ზეთი უნდა შეეზილოს. სხვათა შორის, მარწყვი ისევე “მუშაობს”, როგორც თაფლი – დეზინფექციას უკეთებს კანს, რბილს და სასიამოვნოს ხდის და ავიწროების გაფართოებულ ფორებს.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ იმ რეცეპტზე თქვენი კანის ალერგიულობა შეამოწმეთ, რომელსაც აარჩევთ: უმცირესი დოზით დაამზადეთ და პატარა მონაკვეთზე მოსინჯეთ.

დატოვე კომენტარი

Filed under ნიღბები

წლის რომელ დროა შენი ?

ადამიანთა ტიპოლოგიის მთავარ პრინციპად ძირითადად თმის ფერია მიღებული, მაგრამ ქერებად, შავგვრემნებად, წითურებად ადამიანების დაყოფა მათ თავისებურებას სრულად  ვერ ასახავს. კანის და თვალის ფერიც მნიშვნელოვანია და იმიტომ.

ყველაზე პოპულარული წელიწადის დროთა თეორიაა, როცა ადამიანის ტიპი სეზონებთან ანალოგიით განისაზღვრება (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).  წარმმართველი ფერის მიხედვით – წითელ-ყვითელია თუ ლურჯი – დროებსაც თბილ (გაზაფხული, შემოდგომა) და ცივ (ზაფხული და ზამთარი)  დროებად ყოფენ.

გაზაფხული 
გაზაფხულის მთავარი ფერი ყვითელია. ამ ტიპის ქალები უფრო ხშირად ბუნებრივად ქერა ან ღია წაბლისფერი თმით იწონებენ თავს. თმას ოქროსფერი, ხორბლისფერი ან ქარვისფერი მბზინვარება დაკრავს. კანი ნათელი ფერისაა, თითქმის გამჭვირვალე, ატმის ან რძისფერს ჰგავს და მზის სხივების ზემოქმედებისგან უფრო დაცულია. თვალები – ცისფერი, ნაცრისფერი, ან ღია მწვანე.

”გაზაფხულს” ნაზი, პასტელის ფერები უხდება, ამიტომ ტანსაცმელი ასეთი გამით უნდა შეარჩიოს. მისი კანი დაღლილი და უსიცოცხლო ჩანს ხოლმე, ამიტომ ზედმეტად ღიას ან, პირიქით, ზედმეტად მუქს უნდა მოერიდოს..

ზაფხული
  ზაფხულის გარეგნობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა თმისა და კანის ფერის კონტრასტულობას აქვს. რამდენადაც ნათელია კანის ფერი და მუქი – თმის ფერი, მით უფრო კონტრასტული იქნება “ზაფხული”.   ამის მიხედვით 3 ქვეტიპია: კონტრასტული, საშუალო და არაკონტრასტული.  ფერფლისფერი ან ჩალისფერი თმა; ნაცრისფერი, მწვანე, ღია თაფლისფერი ან მუქი ცისფერი თვალები;  მონაცრისფრო და ღია ფერის კანი, ზეთისხილის გარსისებური და ზედაპირთან ახლოს განლაგებული  კაპილარებით და სიწითლეებით.
“ზაფხულს” უხდება მშვიდი, არც ისე მკვეთრი და მორიდებული ფერები: ნაცრისფერის სხვადასხვა ვარიანტი, ცისფერი, იასამნისფერი (ღიაც და მუქიც) და ვარდისფერი.  სამშვენისებიდან – ფერადი, ვერცხლისფერი და პატარა მარგალიტებიანი სამკაული.

შემოდგომა
  შემოდგომის ფერთა გამა უფრო თბილია, ვიდრე – გაზაფხულის. თუ “გაზაფხულში” ყვითელი დომინირებს, “შემოდგომაზე” წითელი “მართავს სიტუაციას”. ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მწვანე, ქარვისფერთან ან კონიაკისფერთან უფრო ახლო თაფლისფერი  თვალები და წითური თმის ყველანაირი ვარიაცია: სპილენძისფერი, წაბლისფერი, ცეცხლისფერი, მოწითალო ყავისფერი. თმა სქელი, ელასტიური და ხშირად ტალღოვანია.  კანი ჩვეულებრივ  კრემისფერია, ხორბლისფერი, ჭორფლით, მზეზე მტკივნეულად  რეაგირებს: წითლდება ან აენთება.

ცივი (შავი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი) “შემოდგომას” არ უხდება. საერთოდაც, ამ ტიპის ადამიანებს შემოდგომის ფერები ალამაზებთ სამოსშიც და სამშვენისებშიც, ეს ფერები მათ გარეგნული სითბოს ხაზგასმაში ეხმარებიან: აგურისფერი, ყავისფერი, სტაფილოსფერი, ხაკისფერი, ჭაობისფერი მწვანე, ოქროსფერი, კრემისფერი. სამკაულად ოქროს, სპილენძის ან ბრინჯაოს ნაკეთობები  სჯობს.

ზამთარი
ამ ტიპის გარეგნობა აღმოსავლური ქვეყნების მაცხოვრებლებს ახასიათებთ. კანი მუქია, თმაც – მუქი. თვალები – მუქი თაფლისფერი, ან ყავისფერი.

ზამთარსაც ზაფხულივით ორი ქვეტიპი აქვს: კონტრასტული და არაკონტრასტული (ისევ და ისევ თმის და კანის ფერთა კონტრასტებზე დაყრდნობით). კონტრასტულ ზამთარს მუქი შავი, ხშირად სწორი თმა და თეთრი  კანი აქვს. თვალები: მუქი წაბლისფერი, ან ცისფერი.  სრულიად საწინააღმდეგო გარეგნობა აქვს არაკონტრასტულ ზამთარს: მუქი შავი, რბილი თმა, შოკოლადისფერი ან სპილენძისფერი ჩრდილებით, ზეთისხილისებური ზედაპირის მონაცრისფრო კანი და მუქი წაბლისფერი, ან მომწავნო წაბლისფერი თვალები.

”ზამთარი” ერთადერთია, რომელსაც შავ-თეთრი გამა არაფერს აკლებს. მაგრამ სჯობს, უარი უთხრას მკვეთრ, სავსე ფერებს (ნარინჯისფერი, ნათელი მწვანე, ყვითელი) და უპირატესობა ბაც ვარდისფერს (ჟოლოსფერი, ლალისფერი, ბორდოსფერი), მუქ იასამნისფერს, კრემისფერს მიანიჭოს.

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

ნიღბები ხელებისათვის

როგორი ტენიანობის, ან ტემპერატურისაც უნდა იყოს თქვენი ხელები, მაინც მთავარია, ადამიანს გაუხეშებული და დამსკდარი კანი არ ჰქონდეს, განსაკუთრებით კი – ქალს. მანიკიურით თუ უმანიკიუროდ, ხელი რბილი და შესახებად სასიამოვნო უნდა იყოს. საცხები და მალამოები ხანდახან საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ამჯერად ჩვენ რამდენიმე ძველ ხერხს გთავაზობთ ხელების მოსავლელად.

1. თუ ხელებზე კანი გაგიუხეშდათ, 2-3 წუთის განმავლობაში ენერგიულად დაიმუშავეთ გაფრცქვნილი ვაშლის ნაჭრებით, შემდეგ დაიბანეთ და გადაისვით ხელის მკვებავი მალამო.

2. თუ სამზარეულოში მუშაობისგან ხელები გაგიშავდათ, დაისრისეთ ვაშლის ქერქით და ლაქები მოგცილდებათ.

3. თუ ხელის გულები გიოფლიანდებათ, საღამოობით გაიკეთეთ თბილი წყლის აბაზანა, რომელშიც ვაშლის ძმარი იქნება ჩამატებული.

4. გამოფიტული, მსხვრევადი ფრჩხილების შემთხვევაში მოამზადეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის ძმრისა და მცენარეული ზეთის ნაზავი და ფრჩხილები ნაზავით მომზადებულ თბილ აბაზანაში ჩაყავით.

5. მოამზადეთ მოხარშული კარტოფილისა და რძის პიურე. ფაფად ქცეული მასა ხელებზე დაიდეთ და გაიკეთეთ ენერგიული მასაჟი. ნიღაბი ხელებზე 10 წუთი გქონდეთ, შემდეგ ხელები დაიბანეთ და წაისვით საცხი. ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ. ეფექტი: ხელის კანი თეთრი და ნაზი იქნება.

6. უხეში კანის დასარბილებლად შვრიის ნახარშის აბაზანა გამოიყენეთ, შეანაცვლეთ ერთმანეთს ცხელი და ცივი აბაზანა, მასაჟი საცხით და ნიღაბი: 25 გრამი მცენარეული ზეთი, 25 გრ. თაფლი, 1 უმი კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი. ნიღაბს 3-4 საათი ვიჩერებთ ხელზე, უხერხულობის და უსიამოვნების ასაცილებლად შეიძლება დიდი ზომის რეზინის ხელთათამენებიც ჩაიცვათ.

7. წითელი ხელები ცუდი სისხლის მიმოქცევის ან გაციების ნიშანი უნდა იყოს. რეკომენდებულია, მუხის ქერქის ნახარშის ცივი და ცხელი აბაზანების მონაცვლეობა. ან კიდევ: 1 ლიტრ წყალს დაამატებთ 200 გრ. ზღვის მარილს. ნაზავს მოხარშავთ, 15 წუთით ხელებს ცხელ წყალში ჩადებთ, შემდეგ კი გრილში. გარდა ამისა, ზაფხულში ხშირად დაიბანეთ ხელები კიტრის წვენით, ზამთარში კი – ახალი რძით, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა.

8. ფრჩხილების გასამაგრებლად შეიზილეთ ლიმონის წვენი, ან სუფრის ძმარი, კიდევ შავი ან წითელი მოცხარი.

9. მწეველების საყურადღებოდ: შეყვითლებულ ფრჩხილებს წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ან ლიმონის წვენი “აფერმკრთალებს”.

ნუ დაიზარებთ ლამაზი ხელებისთვის ამ მარტივი პროცედურების ჩატარებას დ თუ წარმატება სახეზე იქნება, გამოცდილება სხვასაც გაუზიარეთ.

დატოვე კომენტარი

Filed under ნიღბები

სახლი

ძალიან მინდა ასეთი სახლი მქონდეს

იმედი მაქვს რომ შევძლებ და ავიშენებ ასეთ ლამაზ სახლს 🙂

დატოვე კომენტარი

Filed under ლელას ამბები

ბოულინგი/Team Building

დღეს ბოულინგში წამახალისებელი ტურნირი გვაქვს თანამშრომლებს 🙂
დიდი ხანია არ მითამაშია ბოულინგი, არადა ძალიან მინდა რომ მოვიგო, ვიცი კარგი პრიზები ექნებათ მომზადებული
შედეგებს მერე დავწერ 🙂

2 Comments

Filed under ლელას ამბები